“მინდა, პუტინმა იცოდეს, რომ ამის გამო პასუხს აგებს და ეს მალე მოხდება” – იულია ნავალნაია

“მინდა, პუტინმა იცოდეს, რომ ამის გამო პასუხს აგებს და ეს მალე მოხდება”, – ასე მიმართა ალექსი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს.

“თუ ეს მართალია, მინდა, პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმის გამო, რაც უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დადგება. მინდა, მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას, გაერთიანდნენ და დაამარცხონ ეს ბოროტება”, – თქვა იულია ნავალნაიამ.

მანვე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაც მოუვიდა მის ქმარს ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები