“ორი დღის წინ ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო” – ნავალნის ადვოკატი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ლეონიდ სოლოვიოვი ამბობს, რომ 14 თებერვალს მოინახულა პატიმარი და “ყველაფერი კარგად იყო”.

ამის შესახებ მან “ნოვაია გაზეტა”-ს უთხრა.

მისი თქმით, ოჯახის გადაწყვეტილებით, ჯერჯერობით, სხვა კომენტარს ვერ აკეთებს.

”ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს საერთოდ არაფერზე არ ვაკეთებ. გავარკვევთ. ოთხშაბათ ვიყავი. მაშინ ყველაფერი კარგად იყო.”

ამავე დროს, ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში წერს, რომ ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მათთვის უცნობია და ახლა ციხეში მიემართებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები