ირანში გაზსადენზე აფეთქება მოხდა

ირანში ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციის მთავარ გაზსადენზე აფეთქებები მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ბუნებრივი აირის ქსელის კონტროლის ცენტრის მენეჯერმა, საიდ აღლიმ განაცხადა, რომ მილსადენის რამდენიმე უბანზე აფეთქებები დივერსიული და ტერორისტული ქმედებების შედეგია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 1,270 კმ. სიგრძის მილსადენი ასალუიედან იღებს სათავეს და ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციის გავლით კასპიის ზღვის ქალაქებამდე აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები