აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 2024 წლის პროგრამების ფარგლებში ფინანსდება:
1. პროგრამა „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა“;
2. პროგრამა „დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა“;
3. პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა“;
4. პროგრამა „აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება“;
5. პროგრამა „სოციალური სოლიდარობა“;
6. ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა“;
7. ქვეპროგრამა „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“;
8. ქვეპროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა“;
9. ქვეპროგრამა „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება“;
10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობების გაცემა;
11. პროგრამა „დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“;
12. პროგრამა „იძულებით გადაადგილებულ პირთა იურიდიული მხარდაჭერა“;
13. პროგრამა „დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამა“;
14. პროგრამა „დევნილთა მომსახურების ცენტრები“;
15. პროგრამა „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მეწარმეთა სოციალური გაძლიერება“
დეტალურად იხილეთ ბმული: https://abkhazia.gov.ge/social-program/4/ge