მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება, გავითვალისწინოთ ის გამოცდილებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ სოციალური კუთხით

“საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე სოციალური პირობები შესთავაზოს საკუთარ მოქალაქეებს, თუმცა, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში როგორ შეიძლება, გავითვალისწინოთ ის გამოცდილებები, რაც არსებობს ევროკავშირის წევრებს შორის და რა პროცესები გაიარეს მათ იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ სოციალური კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომლებიც მოქალაქეების სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს.

„დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან ხშირად ხდება მოქალაქეების საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით სპეკულაციები, მაშინ როდესაც სამუშაოს მაძიებლებს ეხება საუბარი, მაგალითად ზუსტად ევროკავშირის სივრცეში. ეს საკითხები არის ის, რაც ჩვენც გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიმუშაოთ იმგვარად, რომ არც საქართველოდან მოხდეს ტვინების გადინება და მუშა ხელის დაკარგვა და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად გამოცდილების, ევროკავშირის პოლიტიკის გათვალისწინებით ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, რაც გააუმჯობესებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პირობებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები