აჭარაში 90-ზე მეტი რეკომენდაცია არის გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით – ოთარ შამუგია

“დაახლოებით, ორასამდე სახლი იქნა შეფასებული ამ დღეების განმავლობაში და 90-ზე მეტი რეკომენდაცია არის გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აჭარაში განაცხადა.

„შემფასებელი ჯგუფები რა თქმა უნდა დარჩებიან ადგილზე და გააგრძელებენ მონიტორინგს, სანამ პროცესები არ დასტაბილურდება ეს მდგომარეობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. უხვი ნალექის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მაღალმთიან აჭარაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები