მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა 

მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფეთქდა.

უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 3 მეხანძრეა.

10 დაშავებული, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები