გაერომ ღაზაში ისრაელის ქმედებებს გენოციდი უწოდა

ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები არის გენოციდური კამპანია პალესტინელების, როგორც ხალხის განადგურების მიზნით, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპეციალურმა მომხსენებელმა პალესტინის საკითხებზე ფრანჩესკა ალბანესემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უახლესი შეტევა ყველაზე მასშტაბურია, რომელსაც შეიძლება საერთო უპასუხისმგებლობის შედეგი ეწოდოს და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის სინდისს ლაქას აყენებს.

„2025 წელს ასეთი უსამართლობა არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ლაქაა ჩვენს კოლექტიურ სინდისზე“, – განაცხადა ალბანესემ.

მანამდე პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამშაბათს დილით ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 326-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები