უკრაინული და რუსული მხარეები ხვალ ტყვეთა მორიგ გაცვლას განახორციელებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა მოხდება – 175-175 ადამიანისთვის, – ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

„ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აცნობა, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა მოხდება – 175-175 ადამიანზე“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები