პაკისტანმა ირანის სასაზღვრო რეგიონზე, სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 3 ქალი და 4 ბავშვია.
ამის შესახებ Fars-ი პროვინციის უსაფრთხოების საკითხებში გუბერნატორის მოადგილე ალირეზა მარჰამატიზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, დარტყმა გვიან ღამით მოხდა.
მარჰამატის თქმით, კიდევ ერთი აფეთქება სისტანისა და ბალუჯისტანის პროვინციის, ქალაქ სერავანთან მოხდა, მსხვერპლი არ არის.
მანამდე, France Press-მა პაკისტანის დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ დარტყმა „ანტიპაკისტანური ჯგუფების“ წინააღმდეგ განხორციელდა.