სამტრედიაში უძველესი სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს მერმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან, დავით შენგელიასთან ერთად, ე.წ. ნახალოვკაში N2 სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

“აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში ელოდება რეაბილიტაციას, ამიტომაც ჩვენი გადაწყვეტილებით მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ამის შემდეგ აქ შიექმნება შესაბამისი პირობები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ხელოვნებას. ეს იქნება არა მარტო ამ უბნის, არამედ ქალაქისთვის გამორჩეული ადგილი,” – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები