რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში, M-11 მაგისტრალზე ერთმანეთს 50 მანქანა შეეჯახა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2023 წელს დაბადებული ჩვილია.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ნიკიტინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გარდა ამისა, მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 წლის ბავშვია.
გუბერნატორის თქმით, ავარიის მონაკვეთზე მოეწყობა გათბობის პუნქტი, მგზავრები უზრუნველყოფილი იქნებიან ცხელი ჩაით და სენდვიჩებით.