„ძალიანაც კარგი, თუ ბიძინა ივანიშვილმა მედია გააკრიტიკა“

ძალიანაც კარგი, თუ ბიძინა ივანიშვილმა მედია გააკრიტიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მედიის კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაობიექტურობის შემთხვევაში ის მედიისთვის მითითების მიცემაში წინააღმდეგობას ვერ ხედავს.
“მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ როდესაც მედია არის გასაკრიტიკებელი, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას. თქვენ არ ხართ ხელშეუხებელი საზოგადოება და არ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთონ და ჩვენგან არ მოისმინონ კრიტიკა. თუ ხართ არაობიექტურები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მიგითითოთ და მე ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც ჩვენ ვართ არაობიექტურები, მთავრობის წარმომადგენლები, თქვენ ხომ გვაკრიტიკებთ, როდესაც თქვენ ხართ არაობიექტურები, ჩვენ უნდა დავიტოვოთ უფლება მინიმუმ მიგითითოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები