ნათია მერებაშვილი: პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით 2023 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა.

ნათია მერებაშვილის განაცხადებით, პროკურატურის მიერ შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი მისაწვდომობის უზრუნველყოფის, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების მიზნით, 2023 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განთავსებულია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე.

„სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შშმ პირთა მონაწილეობით და შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, რომლებიც ასევე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე“, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროკურორებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგად, გაიზარდა შშმ პირთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებული საპროკურორო საქმიანობის ხარისხი და ეფექტიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები