მოსკოვის პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა (MAMI) L7 კატეგორიის ელექტრომობილი წარადგინა. ავტომობილი კომპანია Avtotor-ის დაკვეთით ეწყობა.
ინსტიტუტის რელიზში ნათქვამია, რომ ელექტრომობილის ყველა ძირითადი კომპონენტი – ძრავა, ინვერტორი, მართვის დაფები, აკუმულატორები – შემუშავებული და წარმოებულია რუსეთში.
ასევე აღინიშნა, რომ ელექტრომობილი იქნება “კომპაქტური და ხელმისაწვდომი”.
პირველი ხუთი ავტომობილის გაშვება უკვე 2024 წელს, ხოლო სერიული წარმოება 2025 წლიდან დაიწყება.
პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ასევე წარადგინა – Smart უპილოტო სატვირთო შატლი და ელექტროკვადროციკლი Stels-ი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დეკემბრის პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსმა ავტომწარმოებლებმა ბაზრიდან უცხოელი კოლეგების ჩანაცვლება დაიწყეს. მისი თქმით, ისინი, ვინც შიდა ავტოინდუსტრიას ეწინააღმდეგებოდა – “იმედგაცრუებული არიან”.