“5 შვილის დედამ ქმარი, მარედ სურმანიძე სავარაუდოდ თოკით გაგუდა” – საფრანგეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება
საფრანგეთში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი 28 წლის ლანა ხუნწარიაა. არსებული ინფორმაციით, ოჯახი საფრანგეთში გამგზავრებამდე ბათუმში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციითვე, ოჯახი საფრანგეთში 1 წლის წინ, ბავშვის სამკურნალოდ წავიდა, რომელიც ავად იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 შვილის დედამ, ქმარი, მარედ სურმანიძე, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს. ირკვევა, რომ ის გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მალევე გაუქმდა, რადგან დაზარალებულმა, საბოლოოდ, ძალადობა უარყო. წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.