წყალტუბოში, სოფელ ჩუნეში ოჯახი მოხუც ქალს ეძებს
წყალტუბოში, სოფელ ჩუნეში ასაკოვანი ქალი, ქავაჯო გაზდელიანი დაიკარგა.
ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ.
“გუშინ დღის სამ საათზე სოფელ ჩუნეში დაიკარგა ქავაჯო გაზდელიანი… იქნებ, ვინმემ ნახოთ, მეგობრებო ან ვინმემ შეიფარა…ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ, შეგვეხმიანეთ 598 15 05 07”,- წერს ოჯახის ახლობელი.