საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები