სტოლტენბერგი ნატოს სათავო ოფისში შეკრებილ თანამშრომლებს გლინტვეინითა და ბლინებით გაუმასპინძლდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის სათავო ოფისში ყველა, 4 ათასზე მეტი თანამშრომელი შეკრიბა და გლინტვეინითა და ბლინებით უმასპინძლა.

​ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“სასიამოვნოა ყველა, 4 ათასივე თანამშრომლის შეკრება ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში ბლინებსა და გლინტვეინზე. ერთ-ერთი ოფიციანტი ცოტა გამოუცდელი იყო, მაგრამ, გარკვეული ტრენინგის შედეგად, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სულ მალე, ადამიანების უმეტესობა საშობაო არდადეგებს მიიღებს, ზოგიერთი კი ჩვენ დაცვას გააგრძელებს”, – წერს სტოლტენბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები