მარნეულში ერთი ადამიანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა. დაშავებული, რომელსაც ხელის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი დაკავებულია და გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.