ორბანმა ერდოღანს ცხენი, ხოლო ერდოღანმა ორბანს ელექტრომობილი TOGG აჩუქა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უნგრეთში ჩავიდა, სადაც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

მანამდე, თურქეთის ლიდერი უნგრეთის პრეზიდენტს, კატალინ ნოვაკს შეხვდა და მასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მედია წერს, რომ ორბანმა ერდოღანს ცხენი, სახელად “არისტოკრატი” აჩუქა. როგორც ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, „ეს არის საჩუქარი ერთი ცხენოსანი ერისგან მეორე ცხენოსან ერს: არისტოკრატი, ნონიუსის ჯიშიდან არის“.

თავის მხრივ, ერდოღანმა ორბანს თურქული წარმოების ელექტრომობილი TOGG აჩუქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები