ქვემო ქართლში, სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც”კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.