აზერბაიჯანში საქართველოდან დიდი რაოდენობით პიროტექნიკის უკანონოდ შეტანისთვის ილჰამ ზაქიროღლუ დააკავეს

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში სამართალდამცველებმა 300 000 აზერბაიჯანული მანათის (176 000 დოლარი) ღირებულების პიროტექნიკა გამოავლინეს, რომელიც ქვეყანაში საქართველოდან კონტრაბანდული გზით იყო შეტანილი.

ამის შესახებ აზერბაიჯანის შსს-ში აცხადებენ.

აღნიშნულია, რომ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული  – ილჰამ ზაქიროღლუ, რომელიც საბითუმო ვაჭრობას ახორციელებდა.

ძალოვანების აზრით, მან პიროტექნიკა მცირე რაოდენობით შეიტანა, ასევე მოაწყო მათი საბითუმო გაყიდვა რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და სავაჭრო ცენტრის “სადარაქის” მაღაზიებში.

ილჰამ ზაქიროღლუ დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები