ფონიჭალიდან გატაცებულ 16 წლის გოგონას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი, ცოლად შერთვის მიზნით, ორი დღის წინ 6-მა ადამიანმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრები და მათ პოლიცია სწავლობს.
გოგონას მშობლები აცხადებენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მამაკაცზე დაინიშნა, თუმცა, მოგვიანებით, ქორწინებაზე უარი თქვა.
გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.