“ევროპული საქართველოს” ვანის ორგანიზაციის წევრი, კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

“ევროპული საქართველოს” ვანის ორგანიზაციის წევრი, კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.

“რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ “ევროპული საქართველოს” ვანის ორგანიზაციის წევრი, კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდება მძიმეა, “ევროპული საქართველო” ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს”,- ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები