საქართველოს მთავრობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, “აშენდა 55 ბაღი, რეაბილიტირდა − 184, ამჟამად მიმდინარეობს 7-ის მშენებლობა, 9 ბაღის რეაბილიტაცია; აშენდა 19 სკოლა, რეაბილიტირდა − 235, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა, 16-ის რეაბილიტაცია; დაიგო 1659.6 კილომეტრი გზა, რეაბილიტირდა — 1456.84 კილომეტრი, ამჟამად მიმდინარეობს 153.86 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია; აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 230 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 14 ხიდის მშენებლობა; განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 421 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 22; გაზიფიცირდა 212 სოფელი და 59131 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების შესაძლებლობა; მოეწყო და რეაბილიტირდა 311 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 19-ის მოწყობა; მოეწყო 356 სპორტული ინფრასტრუქტურა, ამჟამად მიმდინარეობს − 30; აშენდა და რეაბილიტირდა 69 კულტურის ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 6”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები