“უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 300 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 300 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა, რაც შეიძლება, ითვალისწინებდეს როგორც დაჭრილებს, ასევე, დაღუპულებს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აგრესიის შედეგებზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დასუსტდა.

“რუსეთმა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა – ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი და 300 ათასზე მეტი სამხედრო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, უკრაინაში ავანტიურის შედეგად, რუსეთი კარგავს გავლენას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და სულ უფრო ხდება დამოკიდებული ხდება ჩინეთზე; მცირდება მისი შემოსავალი ენერგორესურსების გაყიდვიდან; ასობით უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი; საბანკო სისტემას აფერხებს სანქციები და ქვეყანა 2022 წელს მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები