BBC: მადრიდში, ელექტროენერგიის გათიშვის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა

მადრიდის სამხრეთით, კარაბანჩელის რაიონში, ელექტროენერგიის გათიშვის დროს, საკუთარ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

ეროვნული პოლიციის თავდაპირველი მოსაზრებით, ხანძარი, შესაძლოა, სანთელმა გააჩინა.

სასწრაფო დახმარების სააგენტო ადასტურებს შუახნის ქალის გარდაცვალებას და აცხადებს, რომ კიდევ 13 ადამიანი დაშავდა, ხუთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, მადრიდის სხვა ქალაქებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, მეხანძრეებმა 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა უმეტესობა ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ლიფტებში იყო ჩარჩენილი.

ესპანეთის ენერგოკომპანია ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად კიბერშეტევას გამორიცხავს.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მასობრივი გათიშვა კიბერშეტევის გამო მოხდა.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები