ირაკლი კირცხალია: ვანო ჩხიკვაძის და მისი კოლეგებისგან მსგავსი ქმედება ახალი არ არის

„ერთ-ერთი ყველაზე ნათელი განსახიერება უსამშობლოსი არის ეს ბატონი, ვანო ჩხიკვაძე და არა მხოლოდ, ასევე, მისი კოლეგები,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ვანო ჩხიკვაძის მიერ მოთხოვნაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჩხიკვაძე და მისი კოლეგები მუდმივად ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს და შორი რეტროსპექტივა არ ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ვიხილეთ ქალბატონ საბანაძესთან ერთად, თუ არ ვცდები ვაშინგტონში. ბოლო წლებში, ერთ-ერთი პიონერები იყვნენ იმ მოღალატეობრივ ქმედებაში, რასაც ვხედავთ ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და მათთან აფილირებული ასეთი ზურგს უკან მომუშავე, ბიუროკრატებად მომუშავე პირებთან და იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები