ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებული ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა.
წინა ხელისუფლების პერიოდში, ბრალდება ნელი ნავერიანს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას, მალხაზ ბარამიძეს კი თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.
როგორც ნელი ნავერიანი აცხადებს, პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
“წინა ხელისუფლების დროს 2010 წელს მე და ჩემი ახლო ნათესავები სულ 6 ოჯახი ვიყავით განსასჯელები. აქედან ხუთი მათგანი მოგვათავსეს ციხეში და მოგვისაჯეს პატიმრობა. ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო საქმის ხელახალი გამოძიება და პროკურატურამ უდანაშაულოდ მცნო,” – ამბობს ნავერიანი.