გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

გორის მუნიციპალიტეტში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დასუფთავდა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია.

“კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი აქციის ფარგლებში ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, საფეხმავლო ბილიკი და სანიაღვრე არხები, გაითიბა ბალახი, გამოიცვალა და დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების სარკეები.

დღესასწაულზე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნაგავშემკრები კონტეინერები.

კეთილმოწყობის სააგენტო გილოცავთ დამდეგ გიორგობას ! “,- აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები