ჩხოროწყუში მერიის მხარდაჭერით, სახელოვნებო სკოლა გაიხსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით, სახელოვნებო სკოლა გაიხსნა.

სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან.

სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, ხელოვანები – შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია იქნებიან. სკოლაში შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ.

სახელოვნებო სკოლის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, მერის მოადგილე – ვალერი თოდუა და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი – ათინა წურწუმია ესწრებოდნენ.

სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგს 13-18 წლამდე მოსწავლეები დაეუფლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები