დმანისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლული 18 წლის ბიჭის დედა მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ვინც ჩემი შვილი მოკლა, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. იმ ორის დაკავებას ვითხოვ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა”, – აღნიშნა მოკლულის დედამ.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული 2008 წელსაა დაბადებული და ის უკვე დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.