ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებულ მასწავლებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებულ მასწავლებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მასწავლებელს ბრალად ედება, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. სავარაუდო დანაშაულისა და მუქარის შესახებ 13 წლის ბავშვმა თავდაპირველად კლასელებს უამბო. მასწავლებლები და დირექტორი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.