ფინეთში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს – დამნაშავე ადგილიდან მიიმალა
ფინეთში, ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.
მედიის ცნობით, შემთხვევა სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა.
მათივე ცნობით, 46 წლის მამაკაცი ზედაპირული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.