თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში.
ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მას ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დამზადება-გამოყენებაში ედება ბრალი.
მოსამართლემ დაადგინა იურიდიული პირების, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ კანონდარღვევებიც და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.