თბილისში გვიან ღამით მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ავტოსადგომს უკავშირდება.
ადგილობრივების თქმით, ხმაურისა და ყვირილის ხმები გაიგონეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს. მათივე თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.