რატი ბრეგაძე – გაქცეულ პატიმრებზე: მოვუწოდებ მათ, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს

“გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ, ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

„გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ, ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არავითარი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.

მინდა, მოვუწოდო ამ დამნაშავეების ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც შეიძლება, მათთან კავშირი ჰქონდეთ, ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული მათთვის. ის პირი, ვინც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები