იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხეს კლინიკა “ავერსიდან” პატიმრებმა გაქცევა გამოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ყველა პასუხისგებაში მიეცემა. კითხვაზე, ნაპოვნი არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, პასუხობს, რომ ვერაფერს იტყვის.
„ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს. დავადგენთ როგორ გაიქცნენ პატიმრები, გამოძიება ამისთვის არის. ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა პასუხისგებაში მიეცემა”, – განაცხადა ზაზა ზარანდიამ.