ჩარლზ ჯეი კორმიერი: საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს შექმნის

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სწორ გზაზე დგას. რასაც ჩვენ ვაკეთებთ დაკავშირებადობის კუთხით, ვცდილობთ დავინახოთ, როგორ შეუძლია საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩარლზ ჯეი კორმიერიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს შექმნის.

“დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგში არის იმ საკითხის განხილვა, თუ როგორ შეიძლება საქართველოდან ტვირთის ეფექტურად ტრანზიტი, რომ მან მეზობლებთან ეფექტური სავაჭრო ურთიერთობა შეძლოს. საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და სურს ექსპორტის ახალი ბაზრის განვითარება. სწორედ ამიტომ სურს მას საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შექმნა. ეს შექმნის საქართველოსთვის ექსპორტის ახალ ბაზარს“, – აღნიშნა ჩარლზ ჯეი კორმიერიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები