“ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში – უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე”, – ამის შესახებ სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“საქართველო პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენც პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყნებმა, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ტრადიციულად კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან და თბილი ურთიერთობები ქართველ ხალხთან, მაგრამ უნდა ავაშენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ერთად შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწევთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში“, – აღნიშნა სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა.