თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა
ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის – hi app, რომლის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.
video: https://www.facebook.com/tbcforyouth/posts/pfbid02XtcR2CgVWKsNdA7JiGXN5o5PBT7MVxuqkUovmg19sZk1cY6aYhpg3AY5SdQpJLgUl
აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.
hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:
- ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
- მობილური ბალანსის შევსება
- მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
- ბალანსის შემოწმება
- გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი
აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:
- მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
- თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა.
- იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.
hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an R