ლაგოდეხმა, ფესტივალს, „ღვინის დღეები საქართველოში” უმასპინძლა
ლაგოდეხმა, ფესტივალს, „ღვინის დღეები საქართველოში” უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, ნაკრძლის ტერიტორიაზე, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.
საფესტივალო პროგრამით, ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა/გაყიდვასთან ერთად, ღია კაფე: ფელამუშისა და ჩურჩხელების მომზადება, პურის ცხობა თონეში, ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება მოეწყო. პარალელურად, საბავშვო სივრცეში, თიხის ძერწვა და თიხის მოხატვა წარიმართა. ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ფესტივალი, „ღამის შოუს ბენდის” კონცერტით დასრულდა.
,,მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, „ღვინის დღეები” მეორედ აღინიშნა. საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს ფესტივალიც ამ მხრივ სიმბოლურია. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი გასართობი და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა სახის ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებში. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გამოგვივიდა”, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.