გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ვაჟთა შორის ფრენბურთში შეჯიბრებით გაიხსნა
გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ვაჟთა შორის ფრენბურთში შეჯიბრებით გაიხსნა.
ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 1000-მდე მოსწავლეა ჩართული.
შეჯიბრებები გარდა სპორტის 7 სახეობისა (ფრენბურთი, მინი-ფეხბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი), გაიმართება მხიარულ სტარტებშიც.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რომელიც დეკემბერში სრულდება, გაიმართება ზონალური შეჯიბრებები. ფინალურ ეტაპზე ყველა სახეობასა და დისციპლინაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები.
ოლიმპიადა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.