საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან – ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი – ანა მარია შიკო დახვდნენ. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.