ისინი „ჰამასის“ ტერორისტები არიან, მაგრამ არაფრით განსხვავდებიან ISIS-ისგან – ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს

ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური Twiiter-ის გვერდზე ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” სისასტიკის ამსახველი ფოტოები.
„ჩვენ დიდი ხანი ვმსჯელობდით უნდა გაგვეზიარებინა თუ არა ეს ფოტოები თქვენთვის, მაგრამ მსოფლიომ უნდა ნახოს რის წინააღმდეგ ვიბრძვით. ისინი არ არიან „თავისუფლებისთვის მებრძოლები”. ისინი „ჰამასის” ტერორისტები არიან, მაგრამ არაფრით განსხვავდებიან ISIS-ის ტერორისტებისგან. იგივე მიდგომა, სხვადასხვა სახელები. ოჯახების ამოხოცვა, ბებიების გატაცება, დაღუპულთა სხეულების შეურაცხყოფა. დაგვეხმარეთ ამ მესიჯის გავრცელებაში”, – წერია ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები