კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ტერიტორიული საკითხი მოსაგვარებელია
მოსკოვში ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ-სთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები 23 იანვარს აბუ-დაბიში გაგრძელდება.
რუსული მხარის ინფორმაციით, ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ ტერიტორიული საკითხები არ მოგვარდება.
ცნობისთვის, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების შემდეგ მოსკოვისკენ გაემგზავრნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.
“ჩვენ პრეზიდენტსა და ამერიკელებს შორის ამ მოლაპარაკებების დროს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის თანახმად ტერიტორიული საკითხის გადაჭრის გარეშე არ არსებობს გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის იმედი”,- განაცხადა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა.