2025 წელს საქართველოში 33 002 ქორწინება დარეგისტრირდა

2025 წელს საქართველოში 33 002 ქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

“საქართველოში ქორწინებას არეგისტრირებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან.

ქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება და 2 სრულწლოვანი მოწმის დასტური.

სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე ქორწინების რეგისტრაცია უფასოა.

ქორწინების დარეგისტრირება შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ქორწინების სახლებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა კი უნდა მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები