რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რომლის შედეგად ნანგრევებში 10 წლის ბიჭის ცხედარია ნაპოვნი.
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა.
მისი თქმით, დაშავებულია, სულ მცირე, 16 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვია.
როგორც უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და განადგურდა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა, რომ „რუსეთმა საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყა. ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს… არიან დაჭრილები. ეს არის სასტიკი ომი“.