„ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ“

შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ სერგეენკოს მეთოდით რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მის თქმით, “სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა.
“სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა: ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ, თან ისე, რომ ამას წინ არათუ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, არამედ პაციენტის გასინჯვაც კი არ უძღვის. ეს აჩვენებს, რომ 1. სერგეენკოს მეთოდით რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. სამაგიეროდ, უფრო შეგვიმცირებს არჩევანის საშუალებას: კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიერ დაქირავებული “სააფთიაქო ექიმის” რეცეპტი მხოლოდ იმ კომპანიის ქსელში მოქმედებს. 2. სერგეენკოს “რეცეპტის რეფორმამ” ვერც ჩვენს ჯიბეს უშველა. იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ. თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა კი მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს. შესაბამისად, სერგეენკოს ამ გაუაზრებელმა “რეფორმამ” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემები კიდევ ერთხელ გამოავლინა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები